Tuesday, May 21, 2013

Lamborghini–მ ოფიციალურად წარმოადგინა უახლესი მოდელი Venevo.




Lamborghini–მ ოფიციალურად წარმოადგინა უახლესი მოდელი Venevo. ჟენევის საერთაშორისო ავტო შოუზე, Mclaren P1-ისა და Ferrari LaFerrari–ს გვერდით, ლამბორჯინის ძალიან ექსკლუზიური და სპორტული ვერსია Venevo წარდგა, რომელიც კომპანიის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და ძალიან დიდი ფასი, 3 მილიონი ევრო ღირს. როგორც ლამბორჯინიში იციან, ავტომობილს ცნობილი ხარის სახელი დაარქვეს, რომელმაც 1914 წელს José Sánchez Rodríguez–სთან შეუპოვრად იბრძოლა. პირდაპირ რომ ავღნიშნოთ, ავტომობილს ძალიან სარბოლო ინტერიერი აქვს, რომელსაც უამრავი ჰაერმიმღები, ჰაერამრეკები, სპოილერები, დიფუზორი, 4 თავიანი ჩამხშობი და სხვა. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება, თუმცა მათი დანიშნულება სილამაზე სულაც არ არის, ასეთი გარეგნობის შედეგად ავტომობილს ძალიან დაბალი ჰაერის წინაღობა და აეროდინამიკა გააჩნია. მოგეხსენებათ ავტომობილი Aventador–ის ბაზაზეა შექმნილი. შესაბამისად მას 6.5 ლიტრიანი, V ტიპის 12 ცილინდრიანი ძრავი გააჩნია, რომელიც 750 ცხენისძალას გამოიმუშავებს. დიდი ზომის მძლავრი ძრავი გადაბმულია 7 საფეხურიან სპორტულ გადაცემათა კოლოფზე, რომელიც სრულ სიმძლავრეს AWD სისტემას აწვდის. ეს ყველაფერი 1.450 კილოგრამი მასის ავტომობილს საშუალებას აძლევს 0–100 კმ/სთ–მდე 2.8 წამში აჩქარდეს და გაავითაროს მაქსიმალური 355 კმ/სთ. ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ სულ Venevo–ს 3 ეგზემპლარი გამოვა და სამივე მათგანი უკვე გაყიდულია.











No comments:

Post a Comment