Tuesday, May 21, 2013

Lamborghini Egoista Concept . . . Apache ვერტმფრენის სტილში !!!



Lamborghini–მა როგორც იქნა დაასრულა თავისი ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა და წარმოადგინა ბოლო საიუბილეო მოდელი, სახელწოდებით Egoista Concept. ავტომობილის შესახებ მინიმალური ინფორმაცია გავრცელდა, მით უმეტეს, რომ ის მხოლოდ კონცეფტუალურია. უცნაური მომავლის დიზაინი, დიზაინერ Walter De Silva–ს ეკუთვნის. 1 ადგილიანი სუპერ ავტომობილის ინტერიერი მარტივია, თუმცა მისი დაკუნთული და უსწორმასწორო ზედაპირი, (როგორც თავად დიზაინერი აცხადებს) ვერტმფრენი Apache–ს დიზაინს წააგავს. გარდა ამისა ვიცით, რომ ავტომობილზე მუშაობისას, გამოყენებულ იქნა უამრავი მსუბუქი მასალა, მსუბუქი შენადნობები, კარბონი და მსგავსი ტიპის მასალები, რომლებსაც Lamborghini სხვა მოდელებისთვის იყენებს. გაგიკვირდებათ და იტალიელებმა, ძალიან მსუბუქი კონცეფტი, ძალიან მასიური V10 5.2 ლიტრიანი ძრავით აღჭურვეს, რომელიც 600 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ყველა ზემოთ ნათქვამი ოფიციალურია და ავტომობილის 1 ეგზემპლარი მართლაც არსებობს, თუმცა იგი წარმოებაში არასოდეს ჩაეშვება. 

No comments:

Post a Comment