Tuesday, May 21, 2013

Lamborghini Aventador გახდება ეგზოტიკური ლიმუზინი


ბრიტანელებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ სუპერმანქანა ლიმუზინი და უკვე შექმნეს კიდეც კომპიტერული მოდელი ამ იდეის.რეალურად ავტომობილი ჯერ შექმნილი არ არის მაგრამ უახლოეს მომავალში გამოჩნდება ლონდონის ქუჩებში. კომპანია Cars For Stars სურს შექმნას ავტომობილი VIP მომხმარებლებისათვის, იტალიური სუპერმანქანის ლამბორჯინის ბაზაზე, მისი 12 ცილინდრიანი ძრავით.
შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც მოუნდება ასეთი ავტომობილით სიარული და მზად იქნება გადაიხადოს შესაბამისი თანხაც.
როგორც ლიმუზინს შეეფერება სალონში დამონტაჟებულია დიდი პლაზმური მონიტორი, დამატებითი სავარძლები ელექტრონული გათბობით, მაცივარი და პრემიუმ ხარისხის აუდიო სისტემა.
ჩვეულებრივი ლამბორჯინი Aventador აღჭურვილია 12 ცილინდრიანი 6.5 ლიტრიანი სპორტული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 700 ცხენის ძალას. ასევე მანქანის 4 თვალი გამწევია და ძრავის სიმძლავრე გადაეცემა 7 სიჩქარიანი რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფით. ის 100 კილომეტრ-საათ სიჩქარეს 2.9 წამში ანვითარებს და მაქსიმალური სიჩქარე ელქტრონულად არის შეზღუდული 350 კილომეტრ-საათზე.

No comments:

Post a Comment