Tuesday, May 21, 2013
Lamborghini ოფიციალურად წარმოგვიდგენს Aventador LP 720-4 50 Anniversario–ს
Lamborghini ოფიციალურად წარმოგვიდგენს Aventador LP 720-4 50 Anniversario–ს, რომელიც პუბლიკის წინაშე შანხაის ავტო შოუზე წარდგა. მოდელი განკუთვნილია კომპანიის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად და იგი 100 ეგზემპლარამდე იქნება შეზღუდული. ამასთანავე ექსტერიერი მხოლოდ 2 ფერში იქნება ხელმისაწვდომი, "Giallo Maggio" ანუ ყვითელ და შავ ფერებში. ფერების გარდა Aventador–ის სპეც ვერსიამ დიდი ზომის ჰაერმიმღებები, დადაბლებული სპლიტერი, ახალი დიფუზორი და პატარა ზომის სპოილერები მიიღო. ცვლილებები ინტერიერსაც შეეხო, რომელსაც ახალი ტყავის მასალა და ექსტერიერის მსგავსად ყვითელი და შავი ფერის დეტალები დაემატა. ავტომობილის უკანა ნაწილში მოთავსებულ, V12 ტიპის 6.5 ლიტრიან ძრავი, ჩვეულებრივი ვერსიისგან განსხვავებით, 50 Anniversatio მოდელი 20 ცხენისძალით მეტს, ანუ 720 ცხენისძალით მეტს გამოიმუშავებს. აღნიშნული სიმძლავრე სუპერ ავტომობილს საშუალებას აძლევს, 0–100 კმ/სთ–მდე 2.9 წამში აჩქარდეს და გაავითაროს მაქსიმალური 350 კმ/სთ. სხვა დეტალები მათ შორის ავტომობილის ფასიც ამ დრომდე უცნობია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment